საერთაშორისო კონფერენციები
სადოქტორო პროგრამების განვითარება ბოლონიის პროცესის კონტექსტში (თსუ, 25-26 ივნისი, 2005)
2005 წლის ივნისში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისმონაწილეობით გამართა ბოლონიის პროცესისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში სადოქტორო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა. მთავარი მომხსენებლები იყვნენ: პროფ. მარინე ჩიტაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი), ლიკა ღლონტი (თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), პროფ. კენეტ რობერტსი (ლივერპულის უნივერსიტეტიდან), ლუის პეტრაჯა (ცენტრალური შტატების უმაღლესი განათლების კომისიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე), ვოლდემარ ტომუსკი (”ღია საზოგადოების ინსტიტუტის” წარმომადგენელი), ვირჯინია დევის ნორდინი (კენტუკის უნივერსიტეტიდან). მონაწილეებს შორის იყვნენ განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ჩამოტვირთეთ კონფერენციის პროგრამა.
სადოქტორო პროგრამების განვითარება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქორთიარდ მარიოტი, 6 აპრილი, 2006 წ.)
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა მოაწყო ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სადოქტორო პროგრამების განვითარების განსახილველად. რასაც შედეგად მოჰყვა სადოქტორო პროგრამის სტრუქტურაზე, მიზნებზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, დაფინანსებასა და კურიკულუმზე ინტენსიური განხილვები და კონსულტაციები ნეილ მაკფარლენთან (ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი), ალექსანდრე რონდელთან (GFSIS), დათო აფრასიძესთან (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი 2005-2006 წწ) და უნივერსიტეტის სხვა მეცნიერ თანამშრომლებთან. განხილვა მიმდინარეობდა საზაფხულო სკოლის მუშაობის შედეგად მიღებულ და მომავალში განვითარებული სამაგისტრო პროგრამების მონახაზის ჩარჩოებში. ჩამოტვირთეთ კონფერენციის პროგრამა.
ახალი კვლევითი უნივერსიტეტები ბოლონიის პროცესის 2010 წლის შესახვედრად (თსუ, 29 ივნისი - 1 ივლისი, 2006 წ.)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების დისკუსიისა და დიალოგისათვის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზაციული და ფინანსური ხელშეწყობით თსუ-ს ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”ახალი კვლევითი უნივერსიტეტები ბოლონიის პროცესის 2010 წლის შესახვედრად”. კონფერენციის სამუშაო თემები:
-
უმაღლესი განათლების რეფორმა: მიღწეული შედეგების ინსტიტუციონალიზაცია
-
საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა
-
უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: შედარებითი ანალიზი
-
ბოლონიის პროცესი 2010 წელი: პერსპექტივები ქართული უნივერსიტეტებისათვის
-
კვლევების დაფინანსება: სტრატეგია და დაგეგმვა
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიმდინარე პროექტი ”სამაგისტრო პროგრამების განვითარება სოციალურ მეცნიერებებში”. განხილული იქნა საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების მდგომარეობა და შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. წარმოდგენილი იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონკრეტული ხედვა სამომავლო განვითარებისათვის. ძირითადი აქცენტი დაისვა თემაზე - აკადემიური პერსონალის ახალი თაობის მომზადება და ახალი სადოქტორო პროგრამების შინაარსი - კონკრეტული ამოცანებისა და განხორციელების საშუალებების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რისკ-ფაქტორები, სადოქტორო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო კვლევების განვითარება და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების კულტურის დაფუძნება, უნივერსიტეტის როლი სადოქტორო პროგრამების განვითარებასა და კვლევების დაფინანსება. ჩამოტვირთეთ კონფერენციის პროგრამა.
|