პროფესორი სტივენ ჯონსი, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, თსუ-ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” უცხოელი აკადემიური ხელმძღვანელი. პროფესორი ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში 1989 წლიდან მუშაობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტ-კომუნისტური საზოგადოებების ექსპერტია და რეგულარულად თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან კავკასიასა და ჩრდილოეთ კავაკასიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე. 1989-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ჯონსს ხშირად იწვევდნენ თანამშრომლობისთვის ისეთ გამოცემებსა თუ გადაცემებში, როგორიცაა ”ნიუ იორკ ტაიმსი”, მაკნეილ-ლერერის საათობრივი ახალი ამბები და ნაციონალური გეოგრაფიული ჟურნალი.
პროფესორი ნეილ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” უცხოელი აკადემიური მრჩეველი. პროფესორი მაკფარლეინი ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე 1996 წლიდან მუშაობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპერტია და ბევრს წერს საბჭოთა/განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობებზე, პოსტ-საბჭოთა ეპოქის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს უსაფრთხოების და, ზოგადად, საერთაშორისო სისტემებში მიმდინარე თანამედროვე ცვლილებების შესახებ. ბოლო პერიოდში იყო გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტი საქართველოსა და აზერბაიჯანში.
პროფესორი ჯოანა რეგულსკა, რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალთა და გენდერული კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ”გენდერის” ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის უცხოელი აკადემიური ხელმძღვანელი. პროფესორი რეგულსკა პროგრამა ”პარტნიორობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის” (ადრე ”ადგილობრივი დემოკრატია პოლონეთში”) დამფუძნებელი და დირექტორია 1989 წლიდან. პროფესორი რეგულსკა მრავალრიცხოვანი პუბლიკაციის ავტორია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის რეფორმირების, პოლიტიკაში ქალების ჩართულობისა და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებ.
პროფესორი ფრან მასშია ლიის, რათგერსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი. 2011-2012 სასწავლო წლიდან ის გახლავთ თსუ-ს ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის ”გენდერის კვლევის” საერთაშორისო აკადემიური ხელმძღვანელი და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური განათლების მხარდაჭერის რეგიონული პროგრამის საერთაშორისო მკვლევარი. აკადემიური ხარისხი: PhD, SUNY-Albany, 1983; მისი კვლევის ინტერესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: მომხმარებლის კულტურა, პოლიტიკა და აესთეტიკა, კაპიტალიზმის ფენომენოლოგია, კულტურის პოლიტიკა, კრიტიკული ეთნოგრაფია და ეთნოგრაფიული წერის კულტურული რეპრეზენტაცია, გენდერული, რასობრივი, გლობალური უთანასწორობა, ანთროპოლოგიის ისტორია და თეორია.
პროფესორი ალექსანდრე რონდელი, სტრატეგიული და საეთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი. 1997-2001 წლებში დოქტორი რონდელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი იყო, 1991-1996 წლებში კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.